სსიპ
ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის მათემატიკის
მასწავლებლის
მანანა
გადელიას
საგანმანათლებლო
პროექტის რეფლექსია
პროექტი: მათემატიკა და ჩვენი სამყარო
პროექტის იდეა ჩემი
მოსწავლეების გაცნობისთანავე დამებადა. გამოკითხვის დროს კითხვაზე:- თუ რატომ ვსწავლობთ მათემატიკას? უმრავლესობის პასუხი
იყო რომ, ვაჭრობისას არაფერი შეგვეშალოსო. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემს მოსწავლეებთან
ერთად გამეკეთებინა პროექტი, რომელიც მიზნად
ისახავდა ახალი თვალით შეეხედათ მათემატიკის სილამაზისთვის.
მოსწავლეებთან ერთად
შევიმუშავე გეგმა. პირველი აქტივობა რომელიც განვხორციელეთ ეს იყო ელექტრონული ფოსტის
შექმნა, რისი საშუალებითაც მოსწავლეები იღებდნენ დავალებებს. პირველი დავალება
რომელიც მოსწავლეებმა მიიღეს ეს იყო გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ნახატის შექმნა.
კლასში მოეწყო ამ ნახატების გამოფენა. შემდეგ მოსწავლეებს უნდა გაეფორმებინათ ტანსაცმელი
გეომეტრიული ფიგურებით და რიცხვებით. (მათი დამოკიდებულემა- მათემატიკა გვაცვია)ეს
ტანსაცმელი მათ გამოიყენეს მოდების საჩვენებლად. აქტივობის ამსახველი სურათები განთავსებულია
ბლოგზე http://matematikadasamyaro.blogspot.com/p/1.html
გეომეტრული ფიგურების თვისებების შესწვლის მიზნით
ჩატარდა თეატრალური წარმოდგენა ,, მათემატიკის სამყაროში“ მშობლების დახმარებით შევძელით
გადაგვეღო ვიდეო და შემდეგ ავტვირთეთ youtube.com -ზე https://www.youtube.com/watch?v=4i3Oh0Aorug
ახალი წლის მოლოდინში
გადავწყვითეთ კლასი გაგვეფორმებინა. მოსწავლეებმა დაამზადეს ფიფქები, სადას სიმეტრია
გამოიყენეს. შექმნეს ნახატები, სხვადსსხვა მასალისაგან დაამზადეს ნაძვისხე, თოვლის
პაპა. ადარებდნენ შექმნილ ნამუშევრებს გეომეტრიულ
სხეულებს. კომპიუტერის საშუალებით შექმნეს მისალოცი ბარათები რომელიც შემდეგ ავტვირთე
ელექტრონულ წიგნად storyjumper-ის გამოყენებით https://www.storyjumper.com/book/index/34863816/Merry-Christmas-and-Happy-New-Year
მოსწავლეებმა მონაწილეობა
მიიღეს მათემატიკურ ფესტივალში, რომელიც მათემატიკის და პი რიცხვის საერთაშორისო დღეს
მიეძღვნა. მოსწავლეებმა პი რისხვის გამოსაულება შექმნეს სეზონების მიხედვით (სხვადასხვა
ჯგუფმა სხადასხვა სეზონი წარმოადგინა) ბუშტებით პი სიმბოლო გამოსახეს. მასალა განთავსებულია
ბლოგზე http://matematikadasamyaro.blogspot.com/p/blog-page.html
აღგომის წინა დრეებში
მოსწავლეებმა გააფერადეს, დახატეს და გააფორმეს
გეომეტრიული ფიგურებითკვერცხები. ფოტომასალისთვის გამოვიყენე getloupe.com -ი.
სივრცული სხეულების უკეთ შეწავლის მიზნით ჩავატარეთ
პრაქტიკული სამუშაო სადაც მოსწავლეებმა შექმნეს გეომეტრიული სხეულები და მათი შლილები,
შემდეგ მათი გაზომვებით პოულობდნენ ფართობს. მოსწავლეებმა გაზომეს საკლასო ოთახის სიგრძე,
სიმაღლე, სიგანე. გამოიანგარიშეს იატაკის და კედლის ფართობი. ამოხსნეს პრაქტიკული ამოცანები.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ პრაქტიუკული სამუშაოები, და ითხოვდნენ უფრო ხშირად ჩამეტარებინა
მსგავი გაკვეთილები.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს
უფროსი მოსწავლეების მიერ მომზადებულ პრეზენტაციები.
გაკვეთილებსაც ხშირად ვუტარებდი ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით. მოუმზადე მოსწავლეებს
ელ. ტესტი რომელიც თემის ,, კუთხე“-ს შეჯამებისას
გამოვიყენე. ისინი სიამოვნებით ასრულებდნენ ტესტს
ამ პროექტის ფარგლებში მოხდა თანამშრომლობის
განმტკიცება. მათემატიკის სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება. მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო
კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება; ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად
საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
შემდეგისთვის
მოსწავლეები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ბლოგის შექმნაში, და გამოიყენებენ სხვადასხვა ინსტუმენტებს, ვასწავლი ინსრუმენტების
გამოყენებას (საწრეო მუშაობის სახით)
მომავალში ვგეგმავ
მსგავსი პროექტების განხორციელებას და უფრო გაღრმავებულად ტექნოლოგიების გამოყენებას
სწავლის პროცესში.
22.06.
2017 სასწავლო წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий