პროექტის გეგმა




სსიპ ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლის მათემატიკის  მასწავლებლის
მანანა გადელიას
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
პროექტი:                   მათემატიკა და ჩვენი სამყარო
                                  http://matematikadasamyaro.blogspot.com/
1




პროექტის აქტუალობა

მოსწავლეები ნაკლებად არიან ინფორმირებული მათემატიკის გამოყენებაზე ცხოვრებაში, მათ მათემატიკა მიაჩნიათ მხოლოდ სუპერმაკეტებში გამოსაყენებელი საშუალება (გამოკითხვის შედეგი).
 პროექტი ხელს უწყობს 21- ე საუკუნის ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ცოდნის კონსტრუირება, სწავლის პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პრობლემ გადაწყვეტა და ინოვაციურობა, დისციპლინათაშორისო ცოდნის გამთლიანება, გუნდური მუშაობა

2




პროექტის მიზნები

მოსწავლე შეძლებს:
    მათემატიკის შერწყმას ყოველდღიურ ცხოვრებასთან
    მათემატიკური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას და პირიქით
    კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარებას
     აბსტრაქტული აზროვნების უნარის განვითარებას
    ტოლერანტობის და თანამშრომლობის უნარის განვითარებას
    მათემატიკის სწავლებისადმი მოტივაციის გაზრდას
    პასუხისმგებლობის გაზიარებას მუშაობის პროცესში
    ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალებას
    მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში


მატემატიკის სწავლების მიზნები და ამოცანები (ესგ მიხედვით)
    მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
    მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
    სწავლის შემდგომი ეტაპისათვის ან პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება;
    ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.

  

3



საგნობრივი სტანდარტები



მათ. V.4.     მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძის და ფართობის ერთეულებს, იყენებს რიცხვის კვადრატის ჩანაწერს ამ კონტექსტში;
·     ერთმანეთთან აკავშირებს ფართობის სხვადასხვა ერთეულებს; გამოსახავს ფართობის დიდ ერთეულს მცირე ერთეულის გამოყენებით;
მათ.V.7.  მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     ამზადებს მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილს; მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას.
მათ.V.9.  მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     ფიგურათა ურთიერთშეთავსებით ადარებს ან აფასებს ფიგურების ფართობებს.
·     იყენებს ფართობის ადიციურობას არაგადამფარავი ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურის ფართობის მოსაძებნად.

4
პროექტის ამოცანები

1.     კვლევის კითხვარის მომზადება (მათემატიკის საჭიროებასთან დაკავშირებით)
2.     სამუშაო ჯგუფებად გადანაწილება
3.     სხვადასსხვა თემატიკასთან დაკავშირებით საუბრები
4.     ნახატების გამოფენის მოწყობა
5.     მათემატიკურ ფესტივალში მონაწილეობა
6.     მათემატიკა და მოდა (გაკვეთილი)
7.      მათემატიკა და ახალი წელი (გაკვეთილი)
8.      მათემატიკა და აღდგომა (გაკვეთილი)
9.     თეატრალური წარმოდგენა
10.  პრაქტიკული სამუშაო
11.  ბლოგის შექმნა

5



პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები





აქტივობები
ვადები

1
პროექტის გეგმის შემუშავება

15-30. 09. 2016
2
ელექტრონული ფოსტის შექმნა

30.09 – 15.10
2016
3
სამუშაო ჯგუფებად გადანაწილება

14.10
25.11
4
გეომეტრიული ფიგურებით ნახატების მომზადება

25.09.2016
5
გაკვეთილის ჩატარება სხვადასხვა თემაზე

27.09
25.12
17.04
6
თეატრალური წარმოდგენისათვის მომზადება დაჩატარება
5-15 .10. 2016
7
ნახატების და ნამუშევრების გამოფენა

20.01. 2017
14.05. 2017
8
პროექტისთვის ბლოგის შექმნა

15.05. 2017-
30.06.2017
9
პრაქტიკული სამუშაო
12. 05.2017
10
ონლაინ ჟურნალის მომზადება

25.02. 2017
11
მისალოცი ბარათების მომზადება

15-25. 12.2016
12
სივრცული სხეულების  და მათი შლილების მომზადება

20-25.05. 2017
13
პროექტის რეფლექსია

25. 06. 2017
14
პროექტის შეფასება და თვითშეფასება

პროექტის დასასრულს


6
პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი


V კლასი -დაწყებითი საფეხური   10-11წელი
7
პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია

მიმდინარე განმავითარებელი შეფასება
მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება რუბრიკების გამოყენებით.
მოსწავლეთა თვითშეფასება კითხვარის გამოყენებით.
შუაედური შეფასება ჯგუფებში მუშაობაზე, შეფასება რუბრიკებით
8



მოსალოდნელი შედეგები

1.     მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან
2.     მოსწავლეს შეუძლია პასუხისმგებლობის გაზიარება და დროის მართვა
3.     მათემატიკის სწავლებისადმი მოტივაციის ამაღლება
4.     მოსწავლეს შეუძლია ისტ ტექნოლოგიების გამოყენება
5.     მოსწავლეს განუვითარდა მათემატიკური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი  და პირიქით
6.     მოსწავლეს განუვითარბა კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი

9
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო

2016 – 2017 სასწავლო წელი

მანანა გადელია  

2017 სასწავლო წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий